მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა საერთო ბილეთით იქნება შესაძლებელი

5d2d800600852
ლიკა გურაბანიძე
16.07.19 11:46
1407

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის მიხედვით, ერთიანი სისტემა შეიქმნება, სადაც სამი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისთვის მხოლოდ ერთი ბილეთის აღება იქნება საჭირო.

 

„ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთიანი სისტემა გვექნება. ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობა,“ - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში  სრული პრეზენტაცია იგეგმება.

 

ცნობისთვის: საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ფრანგული კომპანია „სისტრა“ დედაქალაქის მასშტაბით კვლევას აწარმოებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები