მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოდაზღვევის ბაზარზე არც ერთ კომპანიას დომინანტური როლი არ აქვს - კონკურენციის სააგენტო

ავტოდაზღვევა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა.

სააგენტომ მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული კონცენტრაცია სამედიცინო (ჯანმრთელობის) და ავტო დაზღვევის ბაზარზე გავლენასთან დაკავშირებით არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

კერძოდ, რაც შეეხება ავტოდაზღვევას, 2023 წლის 11 თვეში ბაზარზე მოქმედებდა 17 კომპანია, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა - 176 329 001 ლარი.

„არდის“ საბაზრო წილი ავტოდაზღვევის ბაზარზე 4.4%-ს შეადგენდა; „ალდაგის“ კი - 23.7%-ს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ერთობლივი საბაზრო - 28.1%-მდე გაიზრდება, HHI ინდექსი კი 1546-დან 1753 ერთეულამდე.

რაც შეეხება, 2023 წელის 11 თვის მონაცემებს, სადაზღვევო კომპანიათა პორტფელები ასე გადანაწილდა, სს „არდი დაზღვევის“ მიერ მოხდა 83 744 974 ლარის პრემიის მოზიდვა. პრემიის 81.3%-ს შეადგენს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის რეალიზაციის შედეგად მოზიდული პრემია, 9.2%-ს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), ხოლო 9.5% ნაწილდება 11 სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტზე.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.