მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოდაზღვევის ბაზარზე თიბისი დაზღვევა ანაზღაურების ლიდერია - რამ განაპირობა შედეგი?

2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. საქართველოს მოსახლეობის 19% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, 2023 წლის 9 თვეში 725,710 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 122,360 პოლისი იყო გაყიდული.

2023 წლის ამ დრომდე ხელმისაწვდომი შედეგების მიხედვით ანაზღაურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თიბისი დაზღვევას უფიქსირდება. კომპანიას ჯამურად 77 მლნ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

სტუმრები: დავით კიღურაძე - "თიბისი დაზღვევა", გენერალური დირექტორის მოადგილე;

ნიკოლოზ ბრეგვაძე - "თიბისი დაზღვევა", სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები