ავტოიმპორტიორები რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში უჩივიან. ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ უკვე მიმართა სააგენტოს, ავტობაზრობის მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საქმეზე. იმპორტიორები ავტობაზრობის მომსახურების მაღალ ტარიფებს აპროტესტებენ. გასულ თვეში რუსთავში საპროტესტო აქციაც გაიმართა, როგორც ირკვევა, იყო ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების მცდელობაც, თუმცა უშედეგოდ.
სტუმარი: ალექსი ნონიაძე - "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;