რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რასაც ავტოიმპორტიორი კერძო პირების საჩივარი უდევს საფუძვლად. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას. კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში უკვე შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.
სტუმარი: ალექსი ნონიაძე - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი;