მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოიმპორტიორები ყაზახი და ყირგიზი დილერებისგან არაკონკურენტულ გარემოზე მიუთითებენ;

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 23.3%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საქართველოში 19 765 ერთეული (326.797 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა წინა წლის იგივე პერიოდში 25 770 ცალი (391.438 მლნ აშშ დოლარი). ამავე პერიოდში თითქმის იგივე დარჩა ექსპორტის (რეექსპორტი) მაჩვენებელი. კერძოდ, 2025 წლის 32 თვეში საქართველოდან 12 238 ერთეული (285.186 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, წინა წლის იანვარ-თებერვალში - 12 373 ცალი (262.592 მლნ აშშ დოლარი). ავტოიმპორტიორები ბაზარზე გაყიდვების დინამიკის მნიშვნელოვან შემცირებაზე მიუთითებენ. დილერების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიზნესის კეთება დიდ სირთულედ იქცა და არარეზიდენტებისგან მომდინარე კონკურენციაზე საუბრობენ, რაც სექტორისათვის გამოწვევაა. ფინანსთა სამინისტროში კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს და ყაზახი და ყირგიზი დილერების მხრიდან ადგილობრივად დემპინგური ფასებით ოპერირების გამოწვევებზე ისაუბრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები