მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოიმპორტიორი: აქციზის გაზრდის შედეგად ავტომობილები გაძვირდება

583dabe3bbb7a
BM.GE
30.11.16 10:34
1530
მომავალი წლიდან მთავრობა ავტომობილების იმპორტზე აქციზს ზრდის. თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან’’ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორი გიორგი სუპატაშვილი საუბრობს.

- მომავალი წლის ბიუჯეტში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი აქციზის გადასახადი გაიზრდება და ეს რა გავლენას იქონიებს თქვენს ბიზნესზე?

-ეს ავტო ბიზნესი იქნება თუ რამე ნებიემიერი სხვა ბიზნესი მომავალი წლის ბიუჯეტს ხელისუფლების მსგავსად ისიც გეგმავს და სასურველი იქნება, რომ რაღაც პერიოდი გამოიყოს იმისთვის, რომ კომპანიებმა დასახული გეგმები გადააწყონ. ეს აუცილებელი პირობაა და ვადა მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა იყოს. 1 წელი კარგი იქნებოდა, მაგრამ 6 თვე აუცილებელია. აქციზის გაზრდას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, საბოლოო მომხმარებელზე აისახება, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილის ღირებულება გაიზრდება. სასურველი იქნებოდა ჩვენს დარგში კონსულტაციები გამართულიყო. აქციზის გაზრდა კი ბატონო შეიძლება და მივესალმები კიდეც, მხოლოდ გარკვეულ ავტომობილებზე, რა თქმა უნდა გამოშვების წლებს ვგულისხმობ. ძველ ავტომობილებზე თუ გაიზრდება აქციზი, ეს კარგიც იქნება, რადგან ქვეყანაში ძველი ავტომობილები აღარ შემოვა, 10 წელზე ძველ ავტომობილებს ვგულისხმობ. ასევე, ქვეყნიდან ფულის გადინება ნაკლებად მოხდება, რადგან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შიდა ბაზარი მოახდენს და ეს კარგი იქნება. თუ 2-3 წლის ავტომობილებზეც გაიზრდება, გააჩნია რამდენით გაიზრდება ესეც საინტერესოა. თუ კი ეს პირობითად 30-50 ლარის ფარგლებში გაიზრდება, ეს მყიდველისთვის, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ იმდენად მტკივნეული არ იქნება. ჩვენი ხედვით, რაც ბევრჯერ გვითქვამს კიდეც, რომ ამ დარგის რეგულაცია აუცილებელია, აქციზიც გაიზარდოს, მაგრამ ძველ ავტომობილებზე, რადგან მათი შემოყვანა ნაკლებად მოხდეს.

-ეს რეექსპორტზე თუ მოახდენს გავლენას?

-არა, ამას რეექსპორტთან არანაირი კავშირი არ ექნება.

-როგორია თქვენი დამოკიდებულება ხელისუფლების თანმიმდევრულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ანუ, ერთი მხრივ, საუბარია მოგების ესტონურ გადასახადზე, რომელმაც რეალურად ბიზნესის ჯიბეში მეტი თანხა უნდა დატოვოს ინვესტირებისთვის და მეორე მხრივ, აქციზის ზრდაზე საუბრობენ...

-ნებისმიერ შემთხვევაში თუ ერთ გადასახადს შევამცირებთ და ამას მეორე გადასახადით დავაკომპენსირებთ, საბოლოო ჯამში ბალანსი დაცული იქნება და არაფერი არ შეიცვლება. უდავოდ კარგი იდეაა, რომ ბიზნესმა თავის კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით რეინვესტირება მოხადინოს და ეს ნამდვილად მისასალმებელია. თუ აქციზის გადახდა დაბალი თანხის მოცულობით მოუწევს მომხმარებელს, ეს მტკივნეული არ იქნება. სასურველია კონსულტაციები. ჩვენც გვაქვს გამოცდილება და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. ეს არ უნდა მოხდეს პირობითად 1 იანვრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები