მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავტომანქანების და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება"

5af030c6020b3
თამუნა დემეტრაშვილი
07.05.18 14:54
14251
ავტომანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლომბარდები საქართველოში ჭარბვალიანობის ერთ-ერთ პრობლემად გადაიქცა.

"უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ლომბარდი კრიმინალის წახალისების წყაროც გამხდარა, ამიტომ ახალი თამაშის წესები, რა თქმა უნდა ლომბარდებზეც გავრცელდება. გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა ის, რომ ლომბარდებში აიკრძელოს ასევე მავტომანქანების და უძრავი ქონებების დალომბარდება.”-განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მიუღებელია ოპონენტების არგუმენტები, რომ თითქოს ამით ადამიანებს ბიზნესის დასაწყებად, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზრუდებათ.
"მეგობრებო, თქვენ რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყაროც იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი?", - აღნიშნა ბახტაძემ.
მისი აზრით, რეგულაციების არარსებობამ ამ კუთხით მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობები წაახალისა, განსაკუთრებით ავტომანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდების კუთხით.

"ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ მანქანებისა და უძრავი ქონების მიღება. შესაბამისად მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზრვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება ლომბარდებსაც", - აღნიშნა ბახტაძემ. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მისი სურვილია, რომ ეს რეგულაცია მაისის თვეშივე შევიდეს ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები