"McKinsey Global Institute"-ის ახალი ანგარიშის თანახმად, მომდევნო ათწლეულში აშშ-ის სამუშაო ძალის დაახლოებით 7%-ს - 11 მილიონ დასაქმებულს - შესაძლოა პროფესიის შეცვლა დასჭირდეს.
კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის წყალობით, აშშ-ის ეკონომიკაში მომდევნო 10 წელიწადში 40 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას, თუმცა AI-ისა და ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვამ 2035 წლისთვის შესაძლოა არსებულ პოზიციებზე მოთხოვნა 21%-ით შეამციროს, რაც 36 მილიონი სამუშაო ადგილის ეკვივალენტურია.
დაახლოებით 25 მილიონი მუშაკი შეძლებს არსებულ პროფესიაში დარჩენას (თუმცა მათი საქმიანობის ხასიათი შეიცვლება), დარჩენილ 11 მილიონს კი სხვა სფეროებში გადასვლა მოუწევს.
"კარგი ამბავი ის არის, რომ ახალ პროფესიებზე მოთხოვნა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე შემცირება", - აცხადებს "McKinsey Global Institute"-ის დირექტორი ტანგი კატლინი.
ანგარიშის მიხედვით, წარმოდგენილია 10 პროფესიული მიმართულება, რომლებზეც ავტომატიზაცია ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს:
1. საოფისე და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 18 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 81%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 38%
2. სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა და მეტყევეობა
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 400 000
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 76%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 43%
3. ტექნოლოგიები და ანალიტიკა
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 5.2 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 70%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 22%
4. წარმოება და გადამუშავება
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 8.5 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 68%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 25%
5. საცალო ვაჭრობა და გაყიდვები
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 13.3 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 67%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 27%
6. ბიზნესი და ფინანსები
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 10.5 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 62%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 18%
7. კვების მომსახურება
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 13.7 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 60%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 31%
8. ხელოვნება, მედია და გართობა
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 1.9 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 58%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 13%
9. ტრანსპორტი და ლოგისტიკა
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 13.8 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 55%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 30%
10. მონტაჟი და შეკეთება
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა: 6.1 მილიონი
- სამუშაო საათების წილი, რომელსაც ცვლილება შეეხება: 54%
- სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება: 15%
კატლინის თქმით, ავტომატიზაციის მაღალი დონე ყოველთვის არ ნიშნავს მუშაკებზე მოთხოვნის ავტომატურ შემცირებას. ბევრი პროფესია გაქრობის ნაცვლად, AI-ის წყალობით "თავიდან შეიქმნება" ან გაძლიერდება.
მაგალითად, იურიდიულ სფეროში ტექნოლოგიამ შესაძლოა სამუშაო საათების 47%-ზე მოახდინოს გავლენა, თუმცა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის პროგნოზირებული კლება მხოლოდ 18%-ია.
იურისტები "ისტორიულად დიდ დროს უთმობდნენ კვლევას", - აღნიშნავს კატლინი, - დღეს კი ამ კვლევის დიდ ნაწილს AI ასრულებს, რის გამოც იურისტები მეტ დროს დაუთმობენ ისეთ ამოცანებს, რომლებიც ადამიანურ მსჯელობას მოითხოვს: "თქვენი თანამდებობა ან წოდება არ იცვლება, მაგრამ რადიკალურად იცვლება ის, თუ რას ახმართ სამუშაო დროს".
ექსპერტის თქმით, გასათვალისწინებელია სხვაობა იმას შორის, თუ რა არის "თეორიულად ავტომატიზებადი" და "რა ავტომატიზდება რეალურად": "ტექნოლოგია განსაზღვრავს იმას, რაც შესაძლებელია, თუმცა მენეჯერული გადაწყვეტილებები განაპირობებს, რამდენად სწრაფად იქცევა ეს შესაძლებლობები რეალობად".
შესაბამისად, იმ მუშაკთა რაოდენობა, რომელთაც პროფესიის შეცვლა მოუწევთ, შესაძლოა 6-დან 16 მილიონამდე მერყეობდეს (საბაზისო პროგნოზი 11 მილიონია).
























