რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. დოკუმენტი იმ კანონპროექტთა შორისაა, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადამუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება სავალდებულო დაზღვევის პოლისი შეიძინოს და ყოველთვიური სადაზღვევო პრემია გადაიხადოს. როგორ დაკორექტირდა კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით პოლისების ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. დოკუმენტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა ამ დრომდე განხილვები შეჩერებული იყო.
სავალდებულო წესით ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობის შემოტანა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ეს სახეობა 2024 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა იქნება თუ არა ვადებთან დაკავშირებით ცვლილებები, ეს საპარლამენტო განხილვების დროს გამოჩნდება. რას შეცვლის ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოტანა მოქალაქეებისთვის და სადაზღვევო ინდუსტრიისთვის?
სტუმარი: ნინა კობახიძე - „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;