2018 წლის იანვრიდან დღემდე ტექნიკური დათვალიერება სულ 5873-მა ავტომობილმა გაიარა. აღნიშნული მაჩვენებლიდან 22%-მა ანუ 1270- მა პირმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. 4603-მა (78%) ავტომობილმა კი ტექნიკური დათვალიერება გაიარა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

























