ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი კვლავ შემცირების ტენდენციას აჩვენებს. თუმცა კლების მიუხედავად, ის კვლავ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფად რჩება, წელს 2026 წლის პირველ ცხრა თვეში იმპორტის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 406.2 მლნ. დოლარით შემცირდა. რეექსპორტში კლებაა 24%. სულ საექსპორტო ბაზრებზე 1.5 მილიარდის მანქანები აიგზავნა. საინტერესოა ახალი ტენდენციაც - აშშ-დან საქართველოში 15.2%-ით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა, ხოლო ჩინეთიდან ავტოიმპორტი 65%-ით არის გაზრდილი. როგორ რეაგირებს მაჩვენებლების შემცირებაზე სექტორი და ახერხებს თუ არა ადაპტაციას ალტერნატიულ ბაზრებზე?






























