მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი შემცირდა - მიზეზები

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოში 907.3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა, რაც 23.4%-ით ნაკლებია, გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიან იმპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი 20.6%-დან 15.7%-მდე შემცირდა. ავტომობილების ექსპორტიდან 739.6 მლნ-ს შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე. მსუბუქი ავტომობილების TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა იანვარ-მაისში იყო.

  • აშშ - $549.9 მლნ. კლება 29.8%;
  • გერმანია - $139.2 მლნ. ზრდა 7.1%;
  • იაპონია - $138.7 მლნ. კლება 29.8%;
  • სამხრეთ კორეა - $20.2 მლნ. ზრდა ზრდა 24.6%;
  • ჩინეთი - $18.5 მლნ. ზრდა 53.8 ზრდა.

საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ შუა აზიაა და ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ამასთან, საინტერესოა, რომ ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხებში 117%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჩინეთის წილი ავტომობილების მთლიან იმპორტშიც გაზრდილია.

სტუმარი: კახა ლომიძე - Caucasus Auto Import-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები