მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების ინსპექტირებაზე მონიტორინგი დაიწყება - ჯარიმა ₾5 000

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მართვის მონიტორინგის პროცესის შემოღებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე.

შესაბამისი ცვლილება შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრავს ჯარიმების ოდენობებს: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები