მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი შემცირდა - რომელ ქვეყნებში და ვინ ყიდის საქონელს?

6489b75eb5225
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 14:21
608
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. საქმე ის არის, რომ კატალიზური კონვერტერის დანიშნულება შიგა წვის პროცესის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი აირების განეიტრალებაა, ამით ავტომობილის ემისიების და გარემოს დაბინძურების შემცირება ხდება. პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსულ ავტომობილებს კატალიზატორებს აცლიან და რიგ შემთხვევაში ეს საქმე ბიზნესადაა ქცეული. ქვეყნის მასშტაბით კატალიზატორის გარეშე მოძრავი ავტომობილები კი ჰაერის დაბინძურების მხრივ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

BM.GE დაინტერესდა, რა ღირებულების შემოსავალს იღებს ქვეყანა კატალიზატორების ექსპორტით და რომელი კომპანიები ყიდიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამ დასახელების საქონელს.  საქსტატში BMG-ის განუმარტეს, რომ ავტომობილების კატალიზატორები შემდეგ სასაქონლო დასახელებებში შედის: „პლატინის ნარჩენები და ჯართი, პლატინით მიტკეცილი ლითონების ჩათვლით, მაგრამ სხვა ძვირფასი ლითონების შემცველი ნარჩენების გამოკლებით“ (711292) და „დანარჩენი ნარჩენები და ჯართი, ძვირფასი ლითონების შემცველობით, ძირითადად მათგან ძვირფასი ლითონების ამოსაღებად გამოსაყენებელი“ (711299). ორივე სასაქონლო დასახელებაში ძირითადი წილი სწორედ ავტომობილების კატალიზურ კონვერტერებზე მოდის.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქვეყნიდან ამ დასახელების საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პერიოდში სულ ექვს ქვეყანაში 1 მილიონ 643 ათასი დოლარის ღირებულების 9.5 ტონა კატალიზური კონვერტერები გავიდა. ექსპორტის ღირებულება 80.7%-ითაა შემცირებული, ხოლო მოცულობა - 76%-ით.

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. იაპონია - 471 ათასი დოლარი, 1.3 ტონა;
2. იტალია - 401 ათასი დოლარი, 5.5 ტონა;
3. ლიეტუვა - 394 ათასი დოლარი, 1.3 ტონა;
4. გაერთიანებული სამეფო - 277 ათასი დოლარი;
5. გერმანია - 81 ათასი დოლარი, 1 ტონა;
6. პოლონეთი - 16 ათასი დოლარი, 0.3 ტონა.

ამ პერიოდისთვის კი 711292 და 711299 კოდებით დეკლარირებული საქონლის ექსპორტიორი კომპანიები კი არიან: სს რუსთავის აზოტი; შპს გოლდენ ბიზნეს; შპს ემირ გრუპ; შპს თოკა; შპს კავკასუს მეტალ კომპანი; შპს კატალიზატორის სერვისი საქართველოში და შპს რაული.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საქონლის ექსპორტი გასულ 2022 წელსაც შემცირებული იყო, რა დროსაც საქართველოდან 8 ქვეყანაში ჯამში 16 მილიონ 471 ათასი დოლარის ღირებულების 102 ტონა კატალიზოტორი და მის ჯგუფში შემავალი საქონელი გავიდა. ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 47.9%-ით იყო შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები