მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების რეკორდული რეექსპორტი

BM.GE
07.03.23 11:04
518
უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტის ზრდის პარალელურად, ქვეყნიდან რუსეთში რეკორდული რეექსპორტი დაფიქსირდა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ საქართველო პარალელურ ექსპორტში ჩართული არ არის, თუმცა სტატისტიკა როგორც ჩანს ეჭვებს მაინც აჩენს. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტი 623 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავე დროს რეკორდულად არის გაზრდილი საქართველოდან რუსეთში რეექსპორტ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მარტი-დეკემბერში ქვეყნიდან რუსეთში 102,773 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 48,870 მლნ აშშ დოლარის.

სტუმარი: გურამ როსტიაშვილი - Auto import Georgia-ს დამფუძნებელი