მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის აპლიკაცია "VIARO" ამოქმედდა

63f388cd95ecd
ნანუკა ნარიმანიძე
20.02.23 23:15
2268
ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის აპლიკაცია “VIARO” ერთი თვეა ამოქმედდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა გიორგი რობაქიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, აპლიკაცია უკვე 15 000-მა ადამიანმა გადმოიწერა.

მისივე თქმით, პლატფორმაზე ავტონაწილების მაღაზიებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სერვის ცენტრებს, სახლიდან გაუსვლელად ავტონაწილების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

“უმეტესწილად რეგიონებში სასურველი ავტონაწილების შეძენა შეუძლებელია, ხშირად უწევთ ქალაქში ჩამოსვლა და აქ შეძენა, ჩვენი პლატფორმისა და კურიერების დახმარებით მათ ვუმარტივებთ ნაწილების შეძენასა და მიწოდებას” - განაცხადა გიორგი რობაქიძემ..

გიორგი რობაქიძე Bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათი აპლიკაცია ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ჩაშენებული აქვს ავტონაწილების ოფიციალური კატალოგი, რომელიც უცხო ენაზე იყო, თუმცა, “ინვენტორსმა” მისი ქართულად თარგმნაც უზრუნველყო.

“მწარმოებლებს არ აქვთ ქართული ენის მხარდაჭერა, ჩვენ ხელოვნური ინტელექტით გადავთარგმნეთ ოფიციალური კატალოგი, რათა მომხმარებელმა შეძლოს კატალოგში ქართულ ენაზე ნავიგაცია”, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

კითხვაზე, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, რობაქიძე პასუხობს, რომ სამომავლოდ ამ პროდუქტის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც სურს, კონკრეტულად: სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთის ბაზრებზე.

ცნობისთვის, კომპანია Inventors-ი, რომლის დაფუძნებულიც არის აპლიკაცია, VIARO, ბაზარზე მეოთხე წელია რაც ოპერირებს. კომპანია 20 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები