მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავტოპარკინგის მოწყობაზე ბიზნესის მეტი სტიმულირება უნდა მოვახდინოთ"

5b334f55e178c
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.18 12:45
618
"ვიფიქრებთ, რომ მიწისქვეშა ავტოპარკინგის მოწყობის პროექტზე ბიზნესის ცოტა მეტი სტიმულირება მოვახდინოთ, რომ გავზარდოთ ბიზნესის ინტერესი ამ პროექტის განსახორციელებლად", - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თუმცა, რა სტიმულების მიცემას აპირებს მერია ბიზნესისთვის ცნობილი ჯერ არ არის.

ხმალაძის თქმით, ხვალ მერია შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს და ამ თემაზეც ექნებათ საუბარი.

ხმალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის რომ მიიღოს საჭირო ზონები, რომ ბიზნესი ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესდნენ.

თბილისში 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა ავტოპარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამიხატვა იყო გამიცხადებული, თუმცა, მინაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები