მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოპარკის და გადამზიდავების დაზღვევის გარეშე  ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გამორიცხულია - ასოციაცია

ტრაილერები

ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების მოცულობა იზრდება. ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი გადამზიდი კომპანია ინტერესდება, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომელზეც წარმოქმნილი შესაძლებლობის ფონზე დარგის წარმომადგენლები საუბრობენ.

საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაზღვევის საკითხია. მისი შეფასებით, დღეს ქართველი გადამზიდავები დაზღვევის გარეშე ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს, რაც ევროპის ბაზრისთვის დაუშვებელია. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა არ მოხდება და არსებული ავტოპარკისა თუ გადამზიდავის დაზღვევა არ მოხდება, ევროპელ დამკვეთებთან თანამშრომლობა წარმოუდგენელი იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია დაზღვევის საკითხი. საქართველოში ამ დრომდე საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე პირისთვის, თუნდაც მესამე პირის დაზღვევის ვალდებულება არ არსებობს. შეიძლება შეგხვდეს საშუალო, მსხვილი ზომის გადამზიდი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვას და არ ფლობს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობას. ეს ფაქტობრივად ნონსენსი და ანომალიაა, ამ პირობებში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გამორიცხულია.

ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო სექტორის სწორი და დროული ჩართვა, იმისთვის, რომ ავტოპარკის და გადამზიდავების უდიდესი ნაწილი მალე იყოს დაზღვეული და სანდო პარტნიორად განიხილებოდნენ. დაზღვევის გარეშე მსხვილი დამკვეთი, განსაკუთრებით ევროპული კომპანიები არც კი განიხილავენ თანამშრომლობას,”- ამბობს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები