მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავტოპარკთან დაკავშირებით, ზოგიერთი უწყების მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია"

5b35df8a53b83
BM.GE
29.06.18 11:23
665
მთავრობა ავტოპარკთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას წარადგენს, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურაში ავტოპარკთან დაკავშირებული მიდგომა „კატეგორიულად მიუღებელია“.

„შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება, ის შეეხება ზოგადად ავტოპარკს, პერსონალურ მანქანებს და ბუნებრივია ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი. მე ვიტყოდი კატეგორიულად მიუღებელი. ახალი ინიციატივა უკვე დამუშავებულია, რომელიც განსაკუთრებით ეხება ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს”, - ამბობს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები