სადაზღვევო კომპანია იმედი L-მა ავტოდაზღვევის მიმართულებით ახალი პროდუქტი, ავტოქროსი წარადგინა. ის სპეციალურად მაღალი გამავლობის ავტომობილების მფლობელებისთვის შეიქმნა და მომხმარებლებს დაზღვევას ფიქსირებულ ფასად, თვეში 60 ლარად, ხოლო არსებულ დაზღვეულებს 55 ლარად სთავაზობს. პაკეტის ფარგლებში ავტომობილის დაზღვევის ლიმიტი 10 000 ლარია. ამასთან, პროდუქტი მოიცავს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევასაც.
ავტოქროსი ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანებას, ხანძარს, სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ ზიანს, ვანდალიზმსა და სხვა სადაზღვევო რისკებს. პაკეტი ასევე ითვალისწინებს ავტომობილის აქსესუარების დაზღვევასა და ავტოსაგზაო შემთხვევის შემთხვევაში ლაფეტის უფასო მომსახურებას. მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა კი ითვალისწინებს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონებრივი ზარალის შემთხვევებში.
ავტოქროსის მომხმარებლებს ავტომობილის მოვლაზეც სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ. იმედი L-ის ახალი მომხმარებლები ამბოლისა და პრემიქსის პროდუქტებზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ავტოქროსის შეძენა შეუძლია 21 წლის ან უფროსი ასაკის მძღოლს, რომლის ავტომობილის ღირებულება 15 000 აშშ დოლარს არ აღემატება. პროდუქტი განკუთვნილია პირადი მოხმარების ავტომობილებისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მათი საჭიროებების შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები შევთავაზოთ. „ავტოქროსის“ შექმნისას სწორედ მაღალი გამავლობის ავტომობილების მფლობელების საჭიროებებით ვიხელმძღვანელეთ. გვსურდა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მარტივ პირობებსა და ფიქსირებულ ფასს გააერთიანებდა. მომხმარებელმა წინასწარ იცის, რა თანხის გადახდა მოუწევს ავტომობილის დაზღვევაში ყოველთვიურად და შეუძლია ეს ხარჯი დაგეგმოს. იმედი L-ის გუნდში გვჯერა, რომ დაზღვევა მარტივი და გასაგები უნდა იყოს, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ისეთ შეთავაზებებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს“- აცხადებენ იმედი L-ში.
























