საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ლომაიას შეფასებით, ავტორიტარიზმის მიმართ ყველაზე მაღალი მედეგობა სამ საზოგადოებრივ ინსტიტუტს აღმოაჩნდა: სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და უნივერსიტეტებს.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ყოფილი მინისტრი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"14 წელია პნევმატური ჩაქუჩით და დინამიტით, ერთი მეორის მიყოლებით ანადგურებენ ვარდების რევოლუციის შემდეგ შექმნილ/მოდერნიზებულ ინსტიტუტებს. "შედეგს" მიაღწიეს მთლიანად ან მნიშვნელოვანწილად: საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტი, შეიარაღებული ძალები, ეროვნული ბანკი, საპატრულო პოლიცია, კონტრდაზვერვა, საქსტატი, ეროვნული მუზეუმი, გამოცდების ეროვნული ცენტრი, ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დიპლომატია, პოლიტიკური პარტიები (სია არასრულია). მხოლოდ სამ ინსტიტუტთან ვერ მიაღწიეს "შედეგს" - დააზიანეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს - სამოქალაქო საზოგადოება, მედია და უნივერსიტეტები", - წერს ალექსანდრე ლომაია.




























