"ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ქართულ უნივერსიტეტებში დაინერგოს მსოფლიო დონის უმაღლესი განათლების სისტემა. ავტორიზაციას მიიღებს მხოლოდ მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე უნივერსიტეტი.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების სისტემაზე საუბრის დროს.
წელს 26 უნივერსიტეტს მოუწევს დაუდასტუროს სახელმწიფოს ხარისხის სტანდარტები. ავტორიზაციის პროცესში ქართველების გარდა ევროპელი ექსპერტები არიან ჩართული. მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება არაგეგმიური მონიტორინგი, რომლის შედეგად 3 უნივერსიტეტს უკვე შეუჩერდა ავტორიზაცია.
ჩვენ ვმუშაობთ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზეც. „მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საბაზისო დაფინანსების შემოღებაზე, რაც საგრძნობ განვითარებას შეუწყობს ხელს. დიდ ყურადღებას ვუთმობთ დისტანციურ სწავლებას. უახლოეს მომავალში ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი დაიწყებს ფუნქციონირებას.“- განაცხადა განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხილ ჩხენკელმა პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატები ნდობის მისაღებად სამოქმედო გეგმას და ხედვას წარადგენენ.

























