საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის, გიგა კობალაძის თქმით, ავტორთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი, ე.წ კვაზი ორგანიზაციების წარმოშობისგან დაცვაა.
როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, ორგანიზაციები სფეროების მიხედვით დაიყოფა.
„ამ ახალი კანონის მიზანი საბოლოოდ არის, დაადგინოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც მომავალში ე.წ კვაზი ორგანიზაციების წარმოშობისგან დაცვას და პრევენციას უზრუნველყოფს, რასაც ადგილო აქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში. ასევე ისეთ მექანიზმებს დაადგენს, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის კოლექტიურ მართვას როგორც საავტორო ისე მომიჯნავე უფლებების სფეროში და საბოლოოდ ეს მიმართული უნდა იყოს უფლების მფლობელის სასიკეთოდ.
ორგანიზაციები იქნება სფეროების მიხედვით, მაგალითად მუსიკაში იქნება ერთი ორგანიზაცია, ლიტერატურაში მეორე, მხატვრობაში მესამე და ა.შ. როგორი პრაქტიკაც ევროპაშია. ჩვენი კანონმდებლობაში დაზღვევის მექანიზმები არ არის ჩადებული რამაც წარმოშვა ის რომ მაგალითად, პასუხისმგებლობა არ არსებობს თუ მე კანონის შეუსაბამოდ და საწინააღმდეგოდ გადავწყვეტ რომ ასეთი ორგანიზაცია შევქმნა რა პასუხისმგებლობა შეიძლება დამეკისროს ამ კანონით გაწერილი არ არის.
ჩვენო ორგანიზაცია ერთ მიმართულებაზე კონცენტრირდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება მაინც მუსიკაა და ალბათ ამ ერთ მიმართულებაზე ვკონცენტრირდებით. ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროც საბოლოოდ გაიყოფა, ჩვენ დავრჩებით მხოლოდ საავტორო უფლებების ორგანიზაციად და მომიჯნავე, ანუ შემსრულებელთა და ფონოგრაფის დამამზადებელთა ორგანიზაცია უკვე არსებობს საქართველოში რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, ისინი ალბათ ამ მიმართულებით გააგრძელებენ ოპერირებას. ეს საბოლოოს ყველა ეროდირექტივასთან უნდა იყოს შესაბამისობაში და არ დაზარალდეს ავტორი“, - განაცხადა მან.