მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავტოსადგურების მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება” - მესხიშვილი რეფორმებზე

ავტოსარგური

თბილისში ჯამში 24 ავტოსადგური ფუნქციონირებს, რომლებიც კერძო მმართველობაში არიან. მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავდა.

ავტოსადგურების განვითარებისა და სატრანსპორტო რეფორმების მნიშვნელობაზე BMGDrive-ის ეთერში დავით მესხიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, შიდა მიმოსვლის მოუწესრიგებლობა, იმის ბრალია რომ, ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიანი ხედვა არ არის.

"არ გვაქვს სტრატეგია, როგორი უნდა იყოს ის, სიტყვაზე, 2026-2027 წლებში. ასეთი ჩამოყალიბებული ხედვის არარსებობა კი ძალიან გვაფერხებს.

ტრანსპორტის პრობლემა ხელს უშლის ტურისტების მიმოსვლას. ავტოსადგურების მდგომარეობა არც საბჭოთა, არც ქართულ არც ევროპულ და არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. აქ ჯერ კიდევ გადაჰყავთ მგზავრები სატვირთო ტრანსპორტით, რომელიც კუსტარულად არის გადაკეთებული სამგზავრო ტრანსპორტად, დარღვეულია უსაფრთხოების ყოველგვარი წესი.გარდა ამისა, მძღოლის შესახებ არ არსებობს არავითარი ინფორმაცია და ამას თან ერთვის ის, რომ საერთოდაც უკანონო ავტოსადგურები არსებობენ”, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უკვე აქვს ინიციატივა, ავტოსადგურების რეფორმის დასაწყებად და ეტაპებად გაწერილი გეგმაც არსებობს, თუმცა უკვე წლებია, რეფორმაცია არ დაწყებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები