ავტოსადგურების მოწესრიგების მორიგი მცდელობა- რა მოთხოვნებს დააწესებს მთავრობა?
BM.GE
29.05.23 23:15
• 194
საქართველოს მთავრობის სხდომაზე ავტოსადგურებთან დაკავშირებით ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი თვეების განმავლობაში განიხილებოდა ეკონომიკის სამინისტროში და მიმდინარეობდა მსჯელობა. მინისტრის თქმით, შიდა გადაყვანები მოექცევა სანებართვო სისტემაში და მოხდება სერტიფიცირება სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან. მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეფორმის შედეგად ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების. ლევან დავითაშვილის თქმით, სერტიფიცირების გავლა მოუწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და გადამზიდავ საშუალებებსაც. გარდა ამისა, ბილეთების სისტემაც გახდება ელექტრონული. ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ 2024 წლის პირველ თებერვლამდე გადამზიდავებმა უნდა დააკმაყოფილონ ელემენტარული პირობები, ხოლო 2025 წლის მაისისთვის მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.