მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსადგურების რეგულირება და ბაზრის მოთამაშეთა ლიცენზირება - კანონპროექტის დეტალები

BM.GE
12.09.22 11:11
426
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მოქმედი ავტოსადგურების რეგულირებას და ბაზრის მოთამაშეთა ლიცენზირებას გეგმავს - ეს არის იმ ფრაზათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ჩვენი მაყურებელი გარკვეული პერიოდულობით ჩვენგან ისმენს, მაგრამ ლიცენზირებულ და მოგვარებულ ავტოსადგურებს წლებია დაპირების მიუხედავად ვერსად ხედავს. 

ბოლო დაპირების დეტალებზე მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც საკანონდებლო ორგანომ წლის ბოლომდე უნდა განიხილოს. მიღების შემთხვევაში კი საერთაშორისო და საქალაქოთაშორისო სამგზავრო გადაყვანები მკვეთრად რეგულირებად სფერო გახდება. მთავრობის შეფასებით, კანონი საგრძნობლად გააუმჯობესებს იმ სერვისის ხარისხს, რომელსაც მოქალაქეები იღებენ. 

ცვლილებები შედის საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონსა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „არსებული ბაზრის სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით. 

კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდა, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. 

რას კარგავს სექტორი მოუწესრიგებელი ავტოსადგურების არსებობით და როგორ უნდა დარეგულირდეს ამ მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება?

სტუმარი: ირაკლი იზორია - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები