ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მძღოლებს შესაძლოა, ავტომობილის გადაადგილების უფლება მიეცეთ. როგორც გასული წლის მიწურულს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი, ახალი კანონის შემოღებაზე საუბარი გასული 2023 წლის ბოლოს დაიწყო. ცვლილებებზე შსს თბილისის მერიასთან ერთად მუშაობს.
რას შეცვლის ავარიის დროს მძღოლებს გზის გათავისუფლებისა და მანქანის ადგილიდან დაძვრის უფლება საცობების თვალსაზრისით?
სტუმარი: ირაკლი იზორია - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი;