მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა - რა არის გამოსავალი?

122 დაღუპული და 2 500-მდე დაშავებული – ასეთია წლის მესამე კვარტალში მომხდარი ავარიების შედეგები. ივლის-აგვისტო-სექტემბრის მონაცემები თითქმის წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლების ანალოგიურია. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების და ჯარიმების გაზრდის მიუხედავად, პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას რაც შეეხება, 2024 წლის მესამე კვარტალში ჯამურად 1563 ავტო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, 2023 წელის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 1496 იყო. 2024 წლის 9 თვეში კი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 301 ადამიანია. რა გამოსავალი არსებობს საგზაო შემთხვევების და ფატალური შედეგების თავიდან ასარიდებლად, ვის რა პასუხისმგებლობა აქვს ამ საქმეში?

სტუმარი: ეკა ლალიაშვილი - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები