2015-2016 წლებში მომხდარი ავარიების ანალიზისას გამოვლინდა, რომ დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანზე, მტკვრის სანაპირისა და წერეთლის გამზირზე ხდება.

ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შსს-ში არ ხდება, შესაბამისად ვერ ხდება რისკის შემცველი ადგილების ანალიზი. აუდიტის ჯგუფმა სსიპ - „112“- ის შეტყობინების საფუძველზე გამოავლინა ქუჩები სადაც საგზაო შემთხვევების კონცენტრაცია მაღალია.

აუდიტის ჯგუფმა, შსს-გან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზეც გამოავლინა პრობლემური ლოკაციები. როგორც ცხრილიდან ჩანს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ყველაზე პრობლემური მონაკვეთი 94-ე კილომეტრია. მითითებულ ლოკაციაზე, 2 წელსა და 9 თვეში დაფიქსირებულია 21 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაშავდა 40 ადამიანი და 2 დაიღუპა.

























