მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის მალულად გადაზიდვისთვის, პირი პასუხისგებაში მისცეს

60b72c7711a53
ინგა მურუსიძე
02.06.21 11:18
489
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მის სარგებლობაში არსებული ევაკუატორით ახორციელებდა აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას, დამატებითი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მალულად განათავსა არადეკლარირებული საქონელი და შეეცადა  საბაჟო გამშვები პუნქტის, წითელი ხიდის გავლით მის გადატანას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება აღემატება 15 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს საქართველოს სისხლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები