ადგილობრივი ფარმაცევტული ბაზრიდან სამკურნალო საშუალება "ტაქსოტერი" ამოიღეს. აღნიშნული პროდუქტი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სააგენტოში კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ს შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, აღნიშნული პრეპარატის კონკრეტული კონცენტრატი ბაზრიდან ამოღებას ექმედებარებოდა.
„შემოსულია კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ს შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან გამოთხოვას ექვემდებარება ფარმაცევტული პროდუქტი - ტაქსოტერი (Docetaxel (docetaxel trihydrate)) 20მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი, ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონი N1, მწარმოებელი: „Sanofi-Aventis Deutschland GmbH“ გერმანია, სახელმწიფო რეგისტრაციის №რ-014875; სერია - 7F307A, 7F307C; ვარგისობის ვადა 01.2019წ. სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ორი თვის წინ სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“-ს და “Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” Join Stock Co.”-ს შეტყობინებების საფუძველზე, ფარმაცევტული ბაზრიდან გაიწვიეს კეტოტიფენის და მედაზეპამის ზოგიერთი პარტია.

























