მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოს" 2014-17 წლებში ფართის იჯარაზე მილიონ ლარამდე აქვს გადახდილი

5b9fa2ef06625
თამუნა დემეტრაშვილი
17.09.18 16:47
784
სსიპ "აწარმოე საქართველოშის" 2014-17 წლებში ფართის იჯარაზე 947 ათასი ლარი აქვს გადახდილი, საიდანაც 421 ათასი ლარი, მხოლოდ 2017 წლის ხარჯია, - ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ფინანსურ აუდიტს მოიცავს. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ შემოწმებისას "სსიპ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯ-ეფექტურობის ანალიზი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ალტერნატივის დანახარჯისა და სარგებლის შედარება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება".
 
დოკუმენტის მიხედვით, უწყებას 2014 წლის 30 ივლისიდან, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იჯარით აღებული აქვს ფართი ,,ბეჭდვითი სიტყვის კომბინატისგან“. საიჯარო ფართად, თავდაპირველად 198 მ2-ი განისაზღვრა, ქირის ფასი კი 3,564 აშშ დოლარი იყო. აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ პერიოდულად ხელშეკრულებაში ცვლილებები შიდიოდა და იზრდებოდა, როგორც საიჯარო ფართი, ასევე მისი ღირებულებაც. 2017 წლის 7 სექტემბრიდან საიჯარო ფართი შეადგენდა 921,59 მ 2-ს ხოლო საიჯარო ქირა 16,378 აშშ დოლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები