მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოს" მიკრო მეწარმეობის პროგრამაზე 17 ათასამდე განაცხადია შესული

5ba1e8ef4e3f9
დავით ჯალაღონია
19.09.18 10:12
723
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალ ფაზას ახორციელებს.

როგორც BM.GE-ს სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ განუცხადა, ბიზნეს იდეების მიღება დასრულდა და შედეგები, თუ დაფინანსების რომელი მსურველები გადავლენ ბიზნეს გეგმების შედგენის ეტაპზე, 20 სექტემბერს გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე 17 ათასამდე განაცხადია შემოსული. პროგრამის ჯამური კი 10 მილიონ ლარამდეა. რამდენ ბენეფიციარზე განაწილდება თანხა, ეს ცალკეული პროექტების ბიუჯეტზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი ახალი პირობებით განაგრძო. პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50%-ით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, 20 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები