მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ

5732f8939f958
თელარა გელანტია
11.05.16 13:09
1902
სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

საქმე ეხება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე ან ჯგუფებზე გაცემულ 5 000 ლარს. აღნიშნული "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს საჭიროებს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მეორე მოსმენით გაიტანა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საკანომდებლო ცვლილება საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, რეგიონული ბაზრების განვითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები