მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარს, ქართული ასანთის საწარმოებლად, ბანკი სესხს არ აძლევს

57e5222876475
სალომე მეცხვარიშვილი
23.09.16 16:30
4100
ქართული ასანთის წარმოებისთვის ბიზნესმენ ემზარ ბასილაიას ბანკი სესხს არ აძლევს. როგორც ბასილაიამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ბანკი ასანთის წარმოებას წამგებიან ბიზნესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ყოველწლიურად ასანთის მოხმარება 20%-ით მცირდება.

ბიზნესმენის განმარტებით, ამ მიზეზის გამო პროცესი 8 თვეა შეჩერებულია. ემზარ ბასილაიას თქმით, სესხის გარეშე წარმოებას ვერ დაიწყებს, რადგანაც ამის რესურსი მას არ გააჩნია. ქართული ასანთის გამოსაშვებად ბიზნესმენს 1 მილიონი დოლარის კრედიტი სჭირდება.

ქალაქ ხობში ქართული ასანთის წარმოების შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა. პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო.

როგორც მაშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ქართული ასანთი იმპორტირებულს სრულად ჩაანაცვლებდა.

„ასანთი ჩვენს ქვეყანაში სრულიად იმპორტირებულია და შესაბამისად, აშენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმოება ექნება. ეს არის დაახლოებით 100 მილიონი წელიწადში. აქ ინვესტიციების რაოდენობა მილიონ 200 ათასი ლარია. აქ დასაქმდება 50 ადამიანამდე",- განაცხადა ქუმსიშვილმა გასული წლის ნოემბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები