მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ და პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ორგანიზებით სამეგრელოსა და აჭარაში მედიატური გაიმართა

649426ada1a02
BM.GE
22.06.23 14:46
361
სტატიაში საუბარია:
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

მედიატურის მიზანი სააგენტოს პროგრამებისა და განვითარების გეგმის შესახებ ბიზნესმედიისა და შემდგომში ბიზნეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება იყო.

მედიატურის ფარგლებში 30-მდე სხვადასხვა მედია საშუალების, მათ შორის ტელევიზიის, ონლაინ მედიისა და რადიოს ჟურნალისტები ორდღიანი სემინარის მიმდინარეობისას სააგენტოს არსებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებს გაეცნენ, ასევე ეწვივნენ ზუგდიდში მდებარე „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაიხსნება. ჟურნალისტები ადგილზე დეტალურად გაეცნენ საკონსულტაციო ცენტრების კონცეფციას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება ბათუმსა და თელავშიც, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ტიპის ცენტრები ათივე რეგიონში განთავსდება.

მედიატურში მონაწილე ჟურნალისტებმა ზუგდიდში ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ბენეფიციარი სასტუმრო „ლეთო“, რომელიც სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. პროექტში 4 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და დასაქმებულია 70-ზე მეტი ადამიანი.

ბათუმში მედიის წარმომადგენლები არტ გლას სტუდიოს ეწვივნენ, რომელიც ვიტრაჟებს აწარმოებს და „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამის მონაწილეა.

ტურის ბოლოს ჟურნალისტები "შალე კვირიკეს" ახალ პროექტს გაეცნენ, რომელიც ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის - "შატო კვირიკეს" ერთგვარი გაგრძელებაა.

"შატო კვირიკე" ბათუმიდან 20 წუთის გზაზე, ქობულეთში მდებარეობს - ის 6 ჰექტარზეა გაშენებული და ისეთ სივრცეებს აერთიანებს, როგორებიცაა: მთავარი სასტუმრო შენობა, 15 კოტეჯი, კერძო ვილა, ვენახი და ღვინის მარანი, რესტორნები, გარე საცურაო აუზი, საღონისძიებო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი. შატოს მსგავსად, "შალე კვირიკე" პროექტ "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა.

„მედიის წარმომადგენლებს გავაცანით როგორც ჩვენი პროგრამები და სამომავლო გეგმები, ასევე ისინი ადგილზე გაეცნენ ჩვენს ბენეფიციარებს და საკუთარი თვალით ნახეს ჩვენი სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში შექმნილი და გაფართოებული ბიზნესები. მოხარულები ვართ, რომ მედიის მხრიდან მიმდინარე ტური პოზიტიურად შეფასდა“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები