პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2,4 მილიონი ლარის შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება, ამ თხოვნით სსიპ-მა "აწარმოე საქართველოში“ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. საუბარია მიკრო მეწარმეობის მხარდაჭრის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასზე. უწყებაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები ისევ იმ კონტრაქტორ კომპანიებთან გაფორმდება, რომლებისგანაც აღნიშნულ მომსახურებას წინა წლებში იღებდნენ.
"პროგრამის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს პროგრამის შეუფერხებლად გაგრძელება, რაც თავის მხრივ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ არსებულ პროექტის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმების გზით. ახალი კონტრაქტორი ორგანიზაციების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება დიდი რისკის ქვეშდა აყენებს პროგრამის მიმდინარე წელს განხორციელების შესაძლებლობას; გარდა ამისა, არსებული კონტრაქტორი ორგანიზაციები კარგად იცნობენ, როგორც რეგიონს, აგრეთვე მათი ცნობადობა და ნდობა არის საკმაოდ მაღალი რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს შორის. კონტრაქტორ ორგანიზაციებს, წინა ეტაპებიდან გამომდინარე, უკვე აქვს როგორც რეგიონული ოფისები, აგრეთვე პროგრამის ეფექტური განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა ადმინისტრაციული რესურსი, რა გარემოებაც მნიშვნლოვნად ამცირებს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელ ადმინისტრაციულ ხარჯებს“-ნათქვამია უწყების დასაბუთებაში.
სსსიპ ,,აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში, ტრენინგი და კონსულტაცია, თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის შესახებ 14 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

























