პროექტ "აწარმოე საქართველოს" ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი BM.GE-სთან აცხადებს, ახალი ხედვის პრეზენტაცია ივნისის ბოლოსკენ გაიმართება, სადაც საუბარი ახალ, საინტერესო პროექტებზეც შედგება.
"ჩვენ ძალიან მალე, ივნისის ბოლოს გვექნება ახალი ხედვის პრეზენტაცია, სადაც უფრო დეტალურად მოგითხრობთ პროგრამებზე, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ არსებული პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურებას და საინტერესო პროექტების დამატებას. დეტალებს საზოგადოებას და მედიას აუცილებლად გავაცნობთ’’, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს პროექტ "აწარმოე საქართველოს'' ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გახდა. მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს თანამფუძნებელი და პარტნიორი იყო. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სიპის - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის დეკემბერში სააგენტოს ყოფილი უფროსი მარიანა მორგოშია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.