მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აწარმოე საქართველოში”: ჰოლივუდი საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია

632846d06b33c
BM.GE
19.09.22 14:49
854
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.
 
სააგენტოს ცნობით, ამერიკელ სკაუტებს აქვთ კონკრეტული ფილმები, რომლებისთვისაც განიხილავენ გადასაღებ ლოკაციებს, კერძოდ დიდი ინტერესია საბჭოთა არქიტექტურისა და საბრძოლო სცენების ამსახველი ლოკაციების მიმართულებით.

სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები