მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აწარმოე საქართველოში-მ საინვესტიციო პროექტების ერთიანი ბაზის ფორმირება დაიწყო

5b3e3024cc596
BM.GE
05.07.18 18:45
607
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაიწყო ახალი (Greenfield) საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზის ფორმირება, რათა შემდგომში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ ინვესტორებთან, მათი დაინტერესების მიზნით.

საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, რომლებსაც საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე განახორციელებს - სააგენტო აწარმოე საქართველოში.

სექტორული კუთხით პრიორიტეტი ენიჭება აუთვისებელი და ნიშური ინდუსტრიების განვითარებას, რასაც ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტის/შეთავაზების საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები