მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 25 ქართული კომპანია Gulfood 2023-ში იღებს მონაწილეობას

63f4a1ab4602b
BM.GE
21.02.23 15:10
1105
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვალს, 25 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023.

Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

წელს, სააგენტოს მხრიდან დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაზრდა, 195 მ2-მდე, რამაც გამოფენაზე დამსწრე კომპანიების რიცხვის გაზრდა განაპირობა.

გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვარისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.

ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები