მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგის სუპერმარკეტებში გაიყიდება

59798520f1991
BM.GE
27.07.17 10:14
1088
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია „არომაპროდუქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგის სუპერმარკეტების ქსელ „City Super”-ის დახლებზე გაიყიდება.

კომპანიამ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე „Hofex 2017“ მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და ხელშეკრულების გაფორმება შეძლო ზემოთ ხსენებულ ქსელთან.

კომპანია „არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას: ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიას, სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ასევე, მიღებული აქვს დუბაიში, გამოფენაზე „Gulfood“ , და ტოკიოში გამოფენაზე „Foodex Japan“. ამასთანავე, კომპანიას მიღებული აქვს ISO 9001:2008; ISO 22000:2005; FSSC 22000 სერთიფიკატები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები