კომპანია Making Science Sweeft-ს სხვადასხვა ქვეყნების ლოკაციების კონსულტანტები ესტუმრნენ. საერთაშორისო სტუმრები საქართველოში "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით იმყოფებიან და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. Making Science Sweeft-თვის კი ეს დამატებით შესაძლებლობაა, რათა საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად შეძლონ გაფართოება.აღსანიშნავია, რომ კომპანიას საერთაშორისო კონსულტანტები უკვე მეორედ სტუმრობდნენ.