მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა მხოლოდ ლარში მოხდება

5864f60f9b307
BM.GE
29.12.16 15:39
1246
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გრძელდება - ამის შესახებ 29 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით განიხილეს რამდენიმე ცვლილება. ცვლილებების პროექტი მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარუდგინა.

"როგორც სხდომაზე ითქვა, 2017 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იმისთვის, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა თავიდან აირიდონ კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული რისკები. სახელმწიფოს მხრიდან სესხის პროცენტის თანადაფინასება რჩება იგივე და განსაზღვრულია წლიური 10%-ის ოდენობით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეწარმისთვის პროგრამით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება რამდენიმე კრედიტის აღება.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმეებისთვის უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით ასევე ცვლილება შედის კრედიტის უზრუნველყოფის ნაწილში - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უზრუნველყოფაში მონაწილეობის ზედა ზღვარი იზრდება და ნაცვლად 600 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრება 2 500 000 ლარამდე.
მნიშვნელოვანია, რომ ასევე გაგრძელდება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა) მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობას", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები