მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში"-ს ახალი დირექტორის ვინაობა ცნობილია

5af945a058a50
თელარა გელანტია
14.05.18 12:12
7847
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი იქნება.

BM.ge-ის ინფორმაციით, სწორედ მიხეილ ხიდურელს წარადგენს დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ სააგენტოს ახალი დირექტორის პოზიციაზე.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს თავად ხიდურელმაც დაუდასტურა და თქვა, რომ სამოქმედო გეგმასა და სააგენტოს ახალ სტრატეგიაზე ვრცლად პრეზენტაციაზე ისაუბრებს.

მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს თანამფუძნებელი და პარტნიორია.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, მას ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა კომპანია Saunders Group-ში; იყო დირექტორის მოადგილე სტარტაპ კომპანია „Drive Shift“-ში; ასევე ხიდურელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა.

SavvY-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ ხიდურელს აქვს მრავალმილიარდიან პროექტებზე მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება. ის იყო ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი. ხიდურელის სახელს უკავშირდება აეროპორტის მშენებლობის პროექტი კატარში.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს სიპის - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის დეკემბერში სააგენტოს ყოფილი უფროსი მარიანა მორგოშია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები