"აწარმოე საქართველოში" ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი BM.GE-სთან საუბრისას სააგენტოსა და მცირე და საშუალო ბიზნესს შორის მეტი კომუნიკაციის საჭიროებას უსვამს ხაზს. ის აღნიშნავს, რომ ამ კუთხით აქტიურად იმუშავებს და ბიზნესმენებს ჰპირდება, რომ ნებისმიერი ცვლილება მათ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
"მიმაჩნია, რომ სააგენტო კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს და მუშაობდეს ბიზნესთან, მითუმეტეს მცირე და საშუალო ბიზნესთან, რადგან ჩვენ სწორად გვესმოდეს მათი სატკივარი და ყოველი ახალი პროექტი და წამოწყება იყოს მათ მოთხოვნებზე მორგებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კუთხით მე ვგეგმავ ჩამოვაყალიბო საბჭო ან სხდომა, სადაც ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვექნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ასოციაციებთან ყველა სექტორის, მათ პრეზიდენტებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც ჩართულია ამ საქმეში. ჩემი აზრით, ეს მუდმივი კომუნიკაცია და ნდობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორად მოვარგოთ ყველა ჩვენი წამოწყება მოსახლეობას და ბიზნესს", - განაცხადა ხიდურელმა.