მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" შედეგები - პროექტით 18 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდებიან

5d6ff7ce361b1
BM.GE
04.09.19 21:40
771
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით დღემდე, პროექტების რიცხვი 225-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით, პროგრამის პორტფელში 521 პროექტი ირიცხება, რომელთა მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,186 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად 18,270-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც 3 სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხორციელდება:
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები