მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Awork - ნომერ პირველი დასაქმების პლატფორმა საქართველოში ®

62f2475f9f406
BM.GE
09.08.22 15:57
8701
Awork.ge ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სამუშაოს მაძიებელსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. Awork-ი ბაზარზე ივლისში გამოჩნდა და სტარტაპის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ამის მთავარი განმაპირობებელი, კი ის უპირატესობებია, რომელსაც Awork-ი სამიზნე აუდიტორიას ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს.

Awork-ის მიზანია, შესთავაზოს ბიზნესს საუკეთესო სივრცე რეკრუტმენტისთვის, ხოლო სამუშაოს მაძიებელს გაუმარტივოს ვაკანსიის აღმოჩენისა და აპლიკაციის გაგზავნის პროცესი.
ამ სტატიაში გვინდა დეტალურად გაგაცნოთ ის უპირატესობები და სიახლეები, რასაც სტარტაპი როგორც სამუშაოს მაძიებელს, ასევე კომპანიებს სთავაზობს.

მაშ ასე:

10 მიზეზი თუ რატომ არის Awork.ge საუკეთესო სივრცე სამუშაოს მაძიებლისთვის:

1. ყოველდღიურად ახალი ვაკანსიების მრავალფეროვანი არჩევანი;
2. ტექნოლოგია ადაპტირებულია მობილურებისთვის და კომპიუტერთან მუშაობა არ არის აუცილებელი სამსახურის მოსაძებნად;
3. ვაკანსიების გაფილტვრის შესაძლებლობა და სასურველის მარტივად პოვნა;
4. სამსახურის ძებნა რუკის მიხედვით, რომ მაძიებელმა შეარჩიოს სახლთან ახლოს მდებარე სამუშაო და აირიდოს ყოველდღიური საცობები თუ ტრანსპორტის ხარჯი;
5. ნებისმიერ ვაკანსიაზე CV-ს გაგზავნა საიტიდან ხდება;
6. ვაკანსიაზე CV-ს გაგზავნას შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ასევე მის გარეშე;
7. თუ მაძიებელს არ აქვს CV, შეუძლია შექმნას პროფილი, მიუთითოს სამუშაო გამოცდილება, სხვა მნიშვნელოვანი დეტალები და გაუზიაროს იგი დამსაქმებელს;
8. სურვილისამებრ, მაძიებელს აქვს შესაძლებლობა სამოტივაციო ვიდეოს ატვირთვის და დამსაქმებლისთვის გაზიარების;
9. პროფილში ინახება ინფორმაცია გაგზავნილი და შენახული ვაკანსიების შესახებ.
10. მაძიებელს აქვს შესაძლებლობა გამოიწეროს მისთვის სასურველი სამუშაო კატეგორიები, პოზიციები, ლოკაცია და მიიღოს ახალი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე;

თუ სამსახურს ეძებ და არ იცი საიდან დაიწყო – ესტუმრე https://awork.ge-ს. სამსახურს იპოვი აქ!

უპირატესობები, რომელსაც Awork.ge კომპანიებს სთავაზობს:

1. Dashboard - სივრცე სადაც თავმოყრილია ვაკანსიებისა და აპლიკაციების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები.
2. ვაკანსიების მოდული:
   a. ახალი ვაკანსიის გამოქვეყნება, დაგეგვმა, ვადის განსაზღვრა;
   b. არსებულის დუბლირება, რედაქტირება;
   c. დეტალური ინფორმაციის, თეგების მინიჭება და კატეგორიების განსაზღვრა;
   d. კომპანიის მაქსიმალური პოზიციონირება - ლოგოტიპი, საიტისა და სოც.ქსელების ბმულები;
   e. კომფორტული გადახდის მეთოდები - საბანკო ბარათით და ინვოისით;
   f. ვაკანსიბის რუკაზე გამოქვეყნება;
3. აპლიკანტების მართვის მოდული:
   a. აპლიკანტების ფილტრაცია;
   b. აპლიკანტების ფავორიტად მონიშვნა;
   c. სტატუსების მინიჭება;
   d. კომენტარების მინიჭება;
   e. ისტორიის შენახვა და წვდომა ნებისმიერი ადგილიდან;
   f. სპამის თავიდან არიდება - ერთი აპლიკანტი კონკრეტულ ვაკანსიაზე მხოლოდ ერთხელ შეძლებს აპლიკაციის გმაოგზავნას;

4. კორპორატიული ანგარიშების მენეჯერი - რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის დაგეხმაროთ ვაკანსიის დამატებასა და სხვა საკითხებში;

5. CV ფოლდერი და CV ბანკი - CV ფოლდერში თავს იყრის ინფორმაცია, იმ მაძიებლებზე რომელიც სურვილს გამოთქვამენ თქვენს კომპანიაში დასაქმებაზე. CV ბანკი კი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ის სამუშაოს მაძიებლები, რომელბსაც თავისი პროფილი აქვთ ხილვადი დამსაქმებლებისთვის;

აღმოაჩინე ტალანტები Awork-ის მეშვეობით, გააციფრულე HR პროცესები და გაიმარტივე რეკრუტმენტის პროცესი. შემოგვიერთდი: https://wrk.ge/business

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები