მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალ ავტობუსებს დედაქალაქს კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" მიაწვდის

5b5f20fab6a56
თამუნა დემეტრაშვილი
30.07.18 20:00
1170
90 ახალ ავტობუსს დედაქალაქის მერია კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასისგან" შეიძენს. 45 მილიონიან შესყიდვაზე, მესამედ გამოცხადებული ტენდერი ამჯერად შედეგიანი აღმოჩნდა და "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" "თეგეტა თრაქ ენდ ბასს" უკვე ხელშეკრულების გასაფორმებლად იწვევს. "თეგეტა" მუნიციპალიტეტს გერმანული ფირმა MAN-ის ავტობუსებს მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია და ის უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი მონაწილე "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" იყო, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. მესამე ჯერზეც, შესყიდვით მხოლოდ "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" დაინტერესდა და ამჯერად ტენდერი დადებით შედეგით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები